LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიღალე ურთიერთობებით, რომლებიც მხოლოდ გარიგებაზეა დაფუძნებული“ – წერს ჯასტინ ბიბერი და აღიარებს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს

1056
page

ჯასტინ ბიბერმა პოსტი გაავრცელა, სადაც აღიარებს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. 31 წლის მომღერალი აღნიშნავს, რომ დიდი დროის განმავლობაში ცდილობდა შეცვლილიყო, თუმცა, ყოველივე ეს მის მდგომარეობას უფრო ამძიმებდა.

„ხალხი მეუბნება, რომ მკურნალობა მჭირდება, მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ შემეძლოს, საკუთარ თავს არ ვუშველიდი? ვიცი, რომ გატეხილი ვარ. ვიცი, რომ ჩემში არის სიბრაზის დიდი დოზა. რაც უფრო ვცდილობ შეცვლას, მით უფრო ვიკეტები საკუთარ თავში

მისი თქმით, მხოლოდ შვილი და ღვთის რწმენაა მისთვის მოტივაცია.

„მხოლოდ იესო მაძლევს ძალას ვიცხოვრო. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ყველაფერმა დამღალა…“

ჯასტინმა ჰეილი ბიბერთან პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.

„დავიღალე ურთიერთობებით, რომლებიც მხოლოდ გარიგებაზეა დაფუძნებული. თუ იმისთვის მიყვარხარ, რომ რაღაც გაგიკეთო, ეს არ არის სიყვარული“, – დაწერა მომღერალმა და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

გავრცელებული ვერსიით, მისი ასეთი მდგომარეობა შესაძლოა უკავშირდებოდეს 2000-იან წლებში მომხდარ ამბავს, რომლის მიხედვითაც მომღერალი ბავშვობაში რეპერ Diddy-ის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა თავად ჯასტინს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

,,ფული, ფული, ფული – თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ” – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს დაუპირისპირდა

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საღამოს წირვას დაესწრნენ – არტისტი პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები