LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით აღმაშენებლის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

85

დავით აღმაშენებლის გამზირზე, სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით,  ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე  შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, 31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით. ამასთან,  დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.

სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან  დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.

2016 წლის თბილისის ბიუჯეტში აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაციისთვის 19 მილიონი ლარია გათვალიწინებული.

magti 5g