LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაცია იწყება

112
04e0319cსაბმეილი-v03

ეროვნული ბანკი განაგრძობს ნუმიზმატური მიმართულების განვითარებას და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, აგრძელებს მუშაობას საკოლექციო მონეტების სერიაზე “საქართველოს მეფეები“.

ამჯერად წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები.

დავითისა და თამარის მონეტებისათვის ესკიზები ღია კონკურსის წესით შეირჩა და ისინი ნიტა გონგაძემ მოამზადა. დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა – ვერცხლის მონეტები – 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები – 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების – 1500 ლარი.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მონეტების შეძენა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი და მონეტების გაყიდვა მოხდება ეტაპობრივად: დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან. დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან. თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან. თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან.

“იმისათვის, რომ მონეტები უფრო მეტი დაინტერესებული პირისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, ისინი ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება“,- აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g