LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით არახამია: ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში

584
დავით-არახამია

“ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან მზად, განიხილონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში,” – ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვიბრძოლებთ ნატო-ს განაცხადისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ შედეგისთვის და არა პროცესისთვის. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ რამდენიმე განსხვავებული მოდელი. მაგალითად, შეიძლება, იყოს პირდაპირი გარანტიები სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ჩვენ ღია ვართ მსგავსი საკითხების ფართო წრეში განხილვისთვის, არა მხოლოდ რუსეთთან ორმხრივი დისკუსიების ფარგლებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც“,-განაცხადა დავით არახამიამ.

არახამიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში არის რამდენიმე პრობლემური საკითხი, რაც ხელს უშლის მხარეებს შეთანხმების მიღწევაში.

„ერთადერთი ნაწილი, რომელზეც შეთანხმება თითქმის შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. რესპუბლიკები, რომელთა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას რუსეთი დაჟინებით მოითხოვს. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის“,-განაცხადა არახამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები