“მომავალი კვირა რთული იქნება”, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება, სამხედროები, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამისთვის ემზადებიან.
„შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან რთული იყოს. რუსები ახალ ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ ენერგეტიკულ ობიექტებზე. საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის მოლოდინში არიან,- აღნიშნა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა.
ამასთან, არახამიამ მოუწოდა უკრაინელებს, საკუთარი თავისა და ოჯახებისთვის ადეკვატური სიფრთხილის ზომები მიიღონ. მოიმარაგონ წყალი, საკვები და დატენონ ტელეფონები.