LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ბაქრაძე პარლამენტში დღეს არმისვლის მიზეზს განმარტავს

47
c9f5d380d90db8c45ce14a68606c176b

საქართველოს პარლამენტის არჩეული დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში არყოფნის მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში სრულყოფილად ჩართვა შესაძლებელი იქნება გიორგი რურუას გათავისუფლების და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ.

“პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მე საჯაროდ განვაცხადე, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები მის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას, როგორც კრიზისის განმუხტვის და საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნების მექანიზმს, მაგრამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საქმეში კონკრეტული შედეგების მიღწევამდე სრულფასოვანი საპარლამენტო საქმიანობა შეუძლებლად მესახება.

აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, დღეს არ ვესწრები პარლამენტის პლენარულ სხდომას და არ ვმონაწილეობ მის მუშაობაში. ჩემი პოზიცია უცვლელია – საპარლამენტო საქმიანობაში ჩემი სრულფასოვანი ჩართვა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კონკრეტული შედეგების დადგომის, კერძოდ, გიორგი რურუას გათავისუფლების და ნიკა მელიასთან მიმართებაში შეთანხმებული, საზოგადოების და ოპოზიციის მოლოდინების ამსახველი ამნისტიის კანონის კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ.

აქვე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იმ ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ვინც დღეს მონაწილეობა მიიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაში და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მათ მსგავსად, ვრჩები ერთგული პრეზიდენტ მიშელის შეთანხმების, მზად ვარ სრულად ჩავერთო მის იმპლემენტაციაში და იმედი მაქვს, რომ პოლიტპატიმრების სწრაფი გათავისუფლება შექმნის პირობებს მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის ხელმოწერისთვისაც, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შენარჩუნების, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად დამარცხების და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის”.- აცხადებს დავით ბაქრაძე.

ცნობისთვის, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g