„ცესკო ღიაობის, სანდოობის და გამჭვირვალობის მაგალითად იქცა. ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს, გასათვალისწინებელია, რომ კომპანია „Pro V&V“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია“, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის განცხადებით, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხშირია ცესკოზე თავდასხმის ფაქტები, რომელიც ძირითადად უარგუმენტოა და აღქმებს ეფუძნება.
„ცესკო ღიაობის, სანდოობის და გამჭვირვალობის მაგალითად იქცა. ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს, გასათვალისწინებელია, რომ კომპანია „Pro V&V“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხშირია ცესკოზე თავდასხმის ფაქტები, რომელიც ძირითადად უარგუმენტოა და აღქმებს ეფუძნება, აბსურდულია ბრალდება, რომ არჩევნებში რაიმე სახის გარე ჩარევა მოხდება, აღნიშნული თეორიულადაც კი წარმოუდგენელია და ყოველი მსგავსი უპასუხისმგებლო ბრალდება აზიანებს საარჩევნო პროცესს.
ცესკო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს არჩევნებში ჩართულ და დაინტერესებულ ყველა სუბიექტთან, რაც ხაზს უსვამს ცესკოს როგორც ინსტიტუტის სანდოობას და გამჭვირვალობას.
დაგეგმილი აუდიტი სამ ეტაპად განხორციელდება, რომელიც მრავალ საკითხს მოიცავს, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფ:
✅️სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები.
✅️ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას,
✅️შესწავლილი იქნება შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
✅️შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი.
კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
✅️სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა,
✅️ „Pro V&V“-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს, ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.
✅️„Pro V&V“-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.“ – წერს დავით ჩიხელიძე