“ომიკრონის” სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.
თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით.
რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება
კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!
საკითხზე მეორე დღეა გამოხმაურება არ წყდება. საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.
“საოცარი რეაქციაა..
პანდემიაც და აქედან გამომდინარე რეგულაციებიც ერთ მშვენიერ დღეს დასრულდება. მწვანე პასპორტიც რეგულაციის ნაწილია. ერთი სული მაქვს როდის მოვა ის დღე- კოვიდის გაქრობის, რომ მართლა გავიხარო! ახლა, ამ რეკორდული ავადობის პირობებში რა არის სასიხარულო? მწვანე პასპორტი იყო მთავარი პრობლემა?! როგორ შეიძლება ადამიანების ასეთი რაოდენობა ვერ არჩევდეს რა არის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი?
ახლა, უმწეოთა პოლისები რომ გააუქმოს მთავრობამ, უნდა გაგვიხარდეს- “ვაშა, სიღარიბე აღარაა დავძლიეთ!”-ო? თუ ჯერ სიღარიბე უნდა გაქრეს და შემდეგ ამ პოლისის არსებობის აუცილებლობა? თუ ეს პოლისი არაა ადამიანების სეგრეგაციის წყარო?… არადა, რა ცოტა ფიქრია საჭირო…”,- წერს დავით გადელია.