LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

785
Untitled design - 2022-02-01T142125.924

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რატომ გაუქმდა საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტების ვალდებულება.

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ომიკრონის შტამის მიმართ ე.წ. მწვანე პასპორტი უსაფრთხოებას ადამიანისთვის აღარ ქმნიდა. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

“მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება მაღალია ომიკრონის პირობებში, ამდენად, ეს არ იცავს და არაა გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრხთო, როდესაც ის შევა იმ ბიზნესგარემოში, რაც მწვანე პასპორტთან მიმართებით გამოვიყენეთ. ვაქცინაცია ვიცით, რომ გარკვეულწილად არის დაცვა, მაგრამ ეს არაა სრული დაცვა ინფიცირებისგან.

დაცვა არის ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. ამდენად ყველაზე ძლიერი ფაქტორი ყოველდღიურად არის PCR ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც, რეალურად რომ ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიურად უსაფრთხო, ეს არის ახლად ჩატარებული ტესტი.

ბევრმა ქვეყანამ შეცვალა მწვანე პასპორტი მოთხოვნები. აქ იგულისხმება, რომ დაამატა სავალდებულოდ ბუსტერ დოზა,  PCR ტესტზე აქცენტი, მაგრამ ის ფორმა რა ფორმითაც ჩვენთან არის მწვანე პასპორტი გვაქვს და ეს სამი ძირითადი კრიტერიუმი რეინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არ ქმნის გარანტიას”, – თქვა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, ემხრობა თუ არა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, უპასუხა, რომ მისი პოზიცია საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა და ის ჭორაობას ვერ დაიწყებს და საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარე ამბებს, საჯაროდ ვერ მოჰყვება.

საქართველოში მწვანე პასპორტის კონცეფცია 1 დეკემბერს ამოქმედდა.

კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g