LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს

390

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უდაბნოს მთავარ ეკლესიასა და სატრაპეზოში უნიკალური ფრესკები დააზიანეს.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება ვანდალიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა. მათივე ინფორმაციით, ფრესკები ზედაპირულადაა დაზიანებული და შესაძლებელია მისი გამოსწორება ისე, რომ არ მოხდეს ფრესკის ზედაპირულ ფენასთან შეხება.

სააგენტოს განცხადებით, თუ ძეგლს ჩაუტარდება საფუძვლიანი რესტავრაცია, მსგავსი ვანდალური ფაქტები შემცირდება, ვინაიდან ხშირად აღნიშნულ ქმედებას მოზარდები და ტურისტული ჯგუფები ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g