LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით გარეჯის ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს – გიდი

982
gareji

დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს, – ამის შესახებ დავით გარეჯის გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულის საპროტესტოდ და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად გიდები დღეს დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ.

„როგორც ვიცი, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ შეგვხმიანებია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ განაგრძობენ პატრულირებას. გზების გაყვანა ჯერჯერობით არ განუახლებიათ“, – განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.

დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო

აზერბაიჯანულმა მხარემ სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები