LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩიაშვილი: გარეჯზე აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კონსულტაციებს

42
BeFunky-collage (10)

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაცია და კონსულტაციები გრძელდება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საგარეო საფრთხეებთან გამკლავება – რა თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას

დარჩიაშვილს ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა ორი წლის განმავლობაში რა ნაბიჯი გადაიდგა და ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

„რატომ არ ჩადიხართ უკრაინაში? არის რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო? რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის რუკები?“ – დეპუტატების კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს

რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც მინისტრი აცხადებს, ეს ურთიერთობა დინამიკურია.

„რაც შეეხება დავით-გარეჯის თემას, ამ სენსიტიურ თემაზე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებზე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა. ეს ურთიერთობა დინამიკურია. ძალიან ვაფასებთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართულებით დგამს.

რაც შეეხება გარეჯის თემას, ამას აქვს კონკრეტული სივრცე, არის კომისია, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კონსულტაციებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

იმედია, ბელარუსი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პოზიციას – საგარეო საქმეთა მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები