LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კიკალიშვილის ცოლისძმა ქუთაისში ცნობილი თამადაა: „სუფრის წევრებს ვურჩევ, მარიხუანის მოწევას თავი დაანებონ და უფლის სისხლი – ღვინო დალიონ…“

389
კიკალა და კვიცარიძე

მერაბ კვიცარიძე ცნობილი ექიმი, უროლოგია, თუმცა მთელ ქუთაისში იუმორითა და კარგი თამადობითაა სახელგანთქმული.

ბატონი მერაბი ცნობილი ჟურნალისტის, დავით კიკალიშვილის სიმამრია და ჟურნალ „სარკესთან“ ამის შესახებაც საუბრობს:

„სისხლით და ჯიშით ქართველი ვარ, მეუღლე ქეთევან ჯუღელი წარმატებული ექიმი გახლავთ, შვილი, გიორგი კვიცარიძე გერმანიაში მუშაობს, პროფესიით ნეიროქირურგია, და, ირმა კვიცარიძე ავსტრიაში ცხოვრობს, ინსბურკის საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს და ცნობილი ექიმია. ჩემი სიძე, დავით კიკალიშვილი, ჟურნალისტია, რომელიც ჩემი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია, ჩემი ძმაა და არა მარტო…“

მერაბ კვიცარიძე დამწყებ თამადებს რჩევებსაც აძლევს:

„პირველ რიგში, სუფრის წევრებს ვურჩევ, მარიხუანის მოწევას თავი დაანებონ და უფლის სისხლი – ღვინო დალიონ. დამწყებ თამადებს ვურჩევ იმას, რასაც საკუთარ თავს, რაც თავის დროზე მამაჩემმა მასწავლა და ჩემს შვილსაც ვუთხარი, კაცთან დაძმაკაცებას თუ დააპირებ, იმ კაცის სახლი დაათვალიერე კარგად, წიგნი და ღვინო რომ არ იქნება, იმასთან არ იძმაკაცო-მეთქი. დამწყებ თამადებს ასევე ვურჩევ, მეტი განათლება მიიღო და თამადობის ტრადიციებს გაუსვან ხაზი, რომლებიც ქართველი კაცისთვის მნიშვნელოვანია“.

დავით კიკალიშვილი: “სულმოუთქმელად ველი თქვენთან შეხვედრას, დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისათვის…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები