LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე შიმშილობას იწყებს – ადვოკატი

გიორგი კონდახაშვილი

დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას იწყებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, კახეთის სამხარეო სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

“მას ბრალი წარდგენილი აქვს პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ ადამიანს როდესაც უზღუდავ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, ეს არის გადაადგილების, გამოხატვის უფლება და ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკზე თავდასხმაზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არის ზედმეტი. დავითი ბრალს არ აღიარებს“, – აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g