LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, კლინიკაში გადაიყვანეს

199
BeFunky-collage - 2022-12-23T003640.492

დავით კირკიტაძე შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ლაშა  ხუსკივაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გავამხნევოთ კირკიტა! დავით კირკიტაძე შიმშილობის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო კლინიკაში გადაიყვანეს”, – წერს ლაშა ხუსკივაძე.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულა ისმაილოვი 15 დეკემბრის შემდეგ შიმშილობენ.

მათი მთავარი მოთხოვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაა.

ამავე თემაზე:

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო

„შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება“ – პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა

აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები