LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება“ – პარლამენტში მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა

135
Untitled design

პარლამენტში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ სამ წევრს პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი – თემურ ჯანაშია შეუერთდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შიმშილობა დაიწყო

თემურ ჯანაშია აღნიშნავს, რომ მისი პროტესტი გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება:

„მონაწილეობას მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობაში, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იქნება შიმშილობის აქცია, თუ სხვა. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ასეთი სახის პროტესტი და მათ ვუერთდები.

შიმშილობას ვაპირებ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება, როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალური პროგრესი აღინიშნება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შიმშილობას შევწყვეტთ“, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა.

მათი განცხადებით, შიმშილობას გააგრძელებენ იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები