დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა კირკიტაძისთვის წინასწარ პატიმრობას, ბრალდებულის ადვოკატი კი გირაოთი გათავისუფლება ითხოვდნენ.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები იცავენ. მოძრაობა შეზღუდულია სასამართლოს მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზეც. პარალელურად, სასამართლოსთან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან.
შსს-ს ცნობით, პოლიციის მობილიზება მოქალაქეთა უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას უკავშირდება. გუშინ უწყებამ ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა.
დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. კირკიტაძე შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავა.
