LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა

309
museum703

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახალბედაშვილი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

“შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ცვლილებები ეროვნული მუზეუმის დებულებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანებით დამტკიცდა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა. ბრძანების თანახმად, მისი დანიშვნა 19 მარტიდან შევა ძალაში. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს, ასევე, დირექტორატის ან/და გენერალური დირექტორის მიერ მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებას და, ამ მხრივ, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს, ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.

ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში.

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2021 წლის გაზაფხულზე, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს. მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ასევე, ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს და მუზეუმის დირექტორის, ზვიად კვიციანის სახით, სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ახალი, მე-5 წევრი შეემატა”. – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g