LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

62
ნიკა სიმონიშვილი საია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, გასაჩივრებული ნორმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს განსაზღვრავს. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის დაინტერესებულ პირთა დაშვება შესაძლებელია მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რომელიც სამინისტროს უნდა ეცნობოს.

საიას განმარტებით, სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას ანიჭებს, თუმცა არ განსაზღვრავს რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული არც სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 ორგანიზაციაში მიიჩნევენ, ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც მისი მკვლევრების საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას წარმოშობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

„არა რეპრესიებს პროფესიონალიზმის ნიშნით“ – ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

„პროგრესი ვერ ხდება რეფორმების გარეშე“ – ელისო ბოლქვაძე ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულებზე