LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგრესი ვერ ხდება რეფორმების გარეშე“ – ელისო ბოლქვაძე ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულებზე

102
4 (2)

მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ „ევრონიუსთან“ განაცხადა, რომ პროგრესი რეფორმის გარეშე ვერ ხდება.

მისივე განცხადებით,  რომ კულტურის კომიტეტი ვერაფერში ჩაერევა.

„მივესალმები ყველა პროგრესულ იდეას და პროგრესი ვერ ხდება, სამწუხაროდ, რეფორმის გარეშე, ეს არის ნორმალური პროცესი და არ არის მიმართული პირადული ან რაიმე ისეთი პროცესების მიმართ, რომელიც არის მართული, მიზანდასახული, წინასწარ და ა.შ.

ბოლქვაძის თქმით, ეს არის მინისტრის პრეროგატივა, რომელიც გაეცნო სიტუაციას, რომელმაც შეაფასა გარკვეული სფეროები და ამის მიხედვით ის იღებს გადაწყვეტილებას.

“საკადრო ცვლილებებში ნამდვილად კულტურის კომიტეტის არჩარევა-ვერჩარევა … და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საერთოდ ამის განხილვა. თუკი ამა თუ იმ ადამიანს აქვს გარკვეული პრეტენზია, რომელიც არის სწორი ან არასწორი ან მათ მიაჩნიათ ასე, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს კულტურის სამინისტროსთან, მის ადმინისტრაციასა და ამის შემდეგ ხდება სასამართლო პროცესები, რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

სახელმწიფო მუზეუმებში, მასშტაბური რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნილი სპეციალისტები ეროვნულ მუზეუმთან შეიკრიბნენ. ისინი მუზეუმის ადმინისტრაციასთან შიდა დავას იწყებენ და კოლექტიური წერილით მიმართავენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ეს გზა თანმიმდევრულად და ერთად დგომით უნდა გაიარონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g