LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას არ გამორიცხავს

მათიკაშვცილი

ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვიმსჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე, თუკი ის მომავალში პრევენციულად იმოქმედებს მსგავს შემთხვევებზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მან კომიტეტის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა ეკა ბესელიას.

„მინდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით გავაკეთო განცხადება და დავგმო ის ამაზრზენი და ბინძური ქმედება, რაც ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელდა და რაც ეხება პირადი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებას. ეს არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში და ამაში ჩვენი კომიტეტი აბსოლუტურად თანაზიარი ვართ ქალბატონი ეკა ბესელიასი. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა, რომელიც დანაშაულის გახსნის ფლაგმანია, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და პარლამენტმა ვიმსჯელოთ ამ სახის დანაშაულზე კანონის გამკაცრებაზე, თუკი ის მომავალში პრევენციულად იმოქმედებს მსგავს შემთხვევებზე და ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღოთ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

magti 5g