LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მათიკაშვილი: „რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი, თითქოს ვინმე ვინმეს დევნის – ზურა ჯაფარიძის მიმართ მოხდა კანონის შესრულება და თუ ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს პატიმრობა, უნდა მოიქცეს სამართლებრივად“

109
დავით მათიკაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე

„რადიკალების სურვილია, დადგან სპექტაკლი და საკუთარ პატრონებს კიდევ ერთხელ მისცენ საფუძველი, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის – ეს მათი მხრიდან არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ თუკი ვინმეს სურს, თავიდან აირიდოს პატიმრობა, მაშინ „სამართლებრივად უნდა მოიქცეს“.

მათიკაშვილის თქმით, პატიმრობის შეფარდება არა დევნა, არამედ კანონით არსებული დანაწესის შესრულებაა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში…არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას“ – ნიკა მელია

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ არის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც არ ასრულებ სასამართლო გადაწყვეტილებას გირაოს დაკისრების შესახებ, სასამართლო ცვლის ამ სახის აღკვეთის ღონისძიებას, შედარებით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

ეს არის სამართლებრივი დანაწესი და ძალიან კარგად იცოდნენ და იციან რადიკალებმა ამის შესახებ, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ, იგივე ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე მოხდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდა.

ანუ რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ ჩვენ?! ეს არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება და სურვილი რადიკალებისა, დადგან რაღაც სპექტაკლი, კიდევ ერთხელ საკუთარ პატრონებს მისცენ საფუძვლები, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის და შეასაღონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, თითქოს აქ არის რაიმე ფორმით ვინმეს დევნა.

თინა ხიდაშელი: „თუ ოდესმე, წლების შემდეგ ვინმე იკითხავს, როდის დადგა საქართველოში დიქტატურა, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ის დადგა 2025 წლის 22 მაისს“

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ბრიფინგზე ხიდაშელმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შეაფასა და თქვა, რომ „ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების კლასიკური შემთხვევა”

დევნა ნამდვილად არ არის, ეს არის კანონით არსებული დანაწესის შესრულება და თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს მსგავსი ქმედება სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა მოიქცეს სამართლებრივად.“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

„ზურა ჯაფარიძის მეუღლე ჩემი ყოფილი თანამშრომელია, გამორჩეულად პროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატი, ჯერ სამსახურიდან გააგდეს, ახლა ქმარი დაუპატიმრეს“ – სალომე სამადაშვილი

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილი სასამართლო დარბაზშივე დაადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g