კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა – ჯაფარიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს
სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის, ნატა ქორიძის ფოტოს, რომელიც გუშინ, 22 მაისს სასამართლო პროცესზე მეუღლის გვერდით იმყოფებოდა და ოჯახს სოლიდარობას უცხადებს.
„ზურა გირჩი ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე, ჩემი ყოფილი თანამშრომელია, გამორჩეულად პროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატი. ჯერ სამსახურიდან გააგდეს, ახლა ქმარი დაუპატიმრეს.
რას ფიქრობენ ამაზე მისი ყოფილი კოლეგები, ზოგმა ელჩი რომ დაირქვა და ზოგმაც მინისტრი, თბილად განთავსდა რუსული რეჟიმის კალთის ქვეშ.
30-იანი წლების ისტორიები-მეგობრები, მეზობლები, კოლეგები რომ აჭერინებდნენ ხალხს, მათთვის ჩამორთმეულ ბინებში სახლდებოდნენ და საკუთარ კეთილდღეობას სხვისი უბედურების ხარჯზე იშენებდნენ, სამწუხაროდ დღეს მეორდება.
ჩემი სოლიდარობა ზურას ოჯახს!“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ზურა გირჩი ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე, ჩემი ყოფილი თანამშრომელია, გამორჩეულად პროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატი. ჯერ…
Posted by Salome Samadashvili on ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
ცნობისათვის, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ზურაბ ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“, „ნეტგაზეთი“