„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა- გირჩი ჯაფარიძეს, მანქანა დაეჯახა. პარტიის ინფორმაციით, ის სკუტერით გადაადგილდებოდა.
ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ.
მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე.
პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო.
სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ.
პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ“. – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ზურა ჯაფარიძე ამ დროისთვის კლინიკა „მედიქლაბში“ იმყოფება. მას გამოკვლევები უტარდება.
