ბუნებრივია, რომ ნებისმიერი სანქციის მოხსნა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არსებობს, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული საკითხი რაიმე მოლაპარაკების ჭრილში არ განიხილება.
„თუმცა, ეს საკითხი არ დგას რუსეთ-საქართველოს შორის რაიმე მოლაპარაკების ჭრილში. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად გადასადგმელი ნაბიჯი, სადაც საქართველოს მონაწილეობა 0-ის ტოლია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
„რუსეთის ხელისუფლებას მადა გაეხსნა“ – რომან გოცირიძე ლავროვისა და გავრილოვის განცხადებებზე