LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

211
სერგეი ლავროვი

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო“, – „Эхо Кавказа“-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული პროპაგანდისტული და ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი - სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა: ეს ინდულგენციაა“: სერგეი ლავროვი

ლავროვმა ასევე თქვა, რომ უდიდესი პატივისცემით ეკიდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც მისი თქმით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის რომ, გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა დიდწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ.

ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს.“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g