LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია – 45 წლიანი არსებობის მანძილზე ენგურჰესმა ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა

470
დათიკო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ენგურჰესის 45 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიამ საქართველოსთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ენგურჰესის 45 წლის იუბილეს ვულოცავ სადგურის ყველა თანამშრომელს, ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ყველა წარმომადგენელს. ენგურჰესის მნიშვნელობა დიდია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული, თუ სხვა მიმართულებების განვითარებაში. ენგურჰესი არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. 45 წლიანი არსებობის მანძილზე მისმა საიმედო და გამართულმა ფუნქციონირებამ ქვეყნის ენერგომომარაგებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ენგურჰესის არსებობის განმავლობაში სადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 120 მილიარდ კვტ.სთ-ს აღემატება. ამასთანავე, რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა და მუშაობის საიმედოობა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესი ის ადგილია, სადაც ქართველებსა და აფხაზებს თანამშრომლობა არ შეუწყვეტიათ. 2015 წელს ქვეყნის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურობასა და მასშტაბურობას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე „საპატიო ენგურჰესელის“ ჯილდო გადაეცათ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა ენგურჰესის ისტორიის შესახებ ფილმის ჩვენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g