LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია – ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

143
ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ მონაცემებს აქვეყნებს:

„ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა. დღეისთვის სისტემაში ჩართულია 959 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატს შეადგენს. მათგან „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 289, ხოლო „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში – 670 ელექტროსადგური.

სემეკმა ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით“, – ამბობს დავით ნარმანია.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისთვის მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, მათ შორის, ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g