დავით ნარმანიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარედ არჩევის პროცესი გადაიდო. ნარმანიას კანდიდატურის დამტკიცებამდე ცოტახნით ადრე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი, კონსტიტუციის მიხდევით კი, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, წარადგინოს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა. მან კონსტიტუციის ის მუხლი წაიკითხა, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ჩამონათვალში ვერ მოხვდა სემეკის თავმჯდომარის წარდგენის პროცედურა.
დავით ნარმანიას სემეკის თავმჯდომარის პოსტზე განიხილავენ
"სემეკის თავმჯდომარე პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს"
ამ საკითხზე თანხმდებიან როგორც ევროპული საქართველოს, ისე ქართული ოცნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ პროცედურული საკითხები დაახლოებით, ორ კვირაში დაზუსტდება და კენჭისყრაზე დაბრუნდება.