LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანია სემეკის წლიურ ანგარიშში აქცენტს მომხმარებელთა უფლებებზე გააკეთებს

504
ნარმანია

მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სხვა ძირითად საკითხებს მოიცავს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე,  დავით ნარმანია დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარადგენს.

სემეკის თავმჯდომარე ყურადღებას გაამახვილებს სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებული დარგების – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროცესებზე მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებებით.

დავით ნარმანია, ასევე, მიმოიხილავს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო აქტივობებს.

სემეკი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს არეგულირებს და რეგულირების ფარგლებში სატარიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და მომხმარებელთა უფლებებს იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g