LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ნარმანიაც ბრუნდება – ის სავარაუდოდ სემეკ-ის თავმჯდომარე გახდება

110
69893967-1308476712659393-915276119396057088-o

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს.

გავრცელებული ინფორმაცია ამ დროისთვის სემეკ-ის წევრმა ნარმანიამ მედიასთან არც დაადასტურა და არც უარყო, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციებს ელოდება.

„ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი“, – აღნიშნა ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონით, სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს, მთავრობა კი, კანდიდატზე შეთანხმების შემთხვევაში, მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

ამ დროისთვის სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობა ირინა მილორავას უკავია, თუმცა პოსტზე ყოფნის ვადა 16 სექტემბერს ეწურება.

როგორც „ფორტუნას“ სემეკ-ში განუცხადეს, ისინი თავმჯდომარის არჩევის პროცედურებში არ მონაწილეობენ და არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ იგეგმება თუ არა ნარმანიას ამ პოსტზე დანიშვნა.

ნარმანია 2012-14 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო. 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე კი თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯერ მაგისტრატურა, შემდეგ კი ასპირანტურა დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას, მესამე კურსიდან იგი გახდა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი, სადაც ხელმძღვანელობდა სამეცნიერო მიმართულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g