LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ოთიაშვილი: „კვლევის მიხედვით, 16 წლის ასაკში, ალკოჰოლის დათრობამდე მიღების კუთხით, საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში“

132
ალკოჰოლოს მოხმარება არასრულწლოვნებში

„კვლევის მიხედვით, 16 წლის ასაკში, ალკოჰოლის დათრობამდე მიღების კუთხით, საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში“, – ამისაღნიშნულის შესახებ ექიმმა ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ნარკომოხმარებას, როგორც ექიმმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, არასრულწლოვნებში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ალკოჰოლისგან განსხვავებით. 16 წლის ბავშვებში, მე-10 კლასელებში, მთელს ევროპაში, ერთდროულად გამოკითხვა ტარდება, საქართველო ბოლო ორი ტალღაა, ამ ევროპულ გამოკითხვას შეუერთდა. ბოლოს, 2019 წელს გაკეთდა ეს კვლევა, წელსაც აპირებენ.

საქართველოს მთელი მასშტაბით, სკოლებში, მშობლების ნებართვით თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, გემბლინგზე, ინტერნეტზე ჩავატარეთ გამოკითხვა. თუ ჩვენს შედეგებს ევროპის სხვა ქვეყნის შედეგებს, ან საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენ უმეტეს ნივთიერებებთან მიმართებაში, საშუალო ევროპულზე ქვემოთ ვართ, პრობლემა ალკოჰოლის მიღებაშია, განსაკუთრებით, დათრობამდე დალევაში მნიშვნელოვნად უფრო მაღლა ვართ, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებლით.

ექიმი ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი: „დღეისათვის, ქვეყანაში ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელი 49 000 ადამიანი გვყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია – ამ კუ­თხით, მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ვართ“

საუბარია, 16 წლის ბავშვებში, სხვა კვლევა არ ტარდება. არასრულწლოვნებში მხოლოდ ეს კვლევა ტარდება, სხვა მონაცემები არ გაქვს, ამიტომ გვიწევს, ამ შედეგებს დავეყრდნოთ. არასრულწლოვნებში კანაფის, „ექსტაზის“ თუ სხვა ნივთიერებების მოხმარების კუთხით, ევროპულ საშუალოზე ქვემოთ ვართ, საშუალოზე ზემოთ ვართ ალკოჰოლის მიღებაში, განსაკუთრებით, დათრობამდე დალევაში“. – აღნიშნა დავით ოთიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები