LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი: „დღეისათვის, ქვეყანაში ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელი 49 000 ადამიანი გვყავს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია – ამ კუ­თხით, მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ვართ“

124
დავით ოთიაშვილი

„ბოლო კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ქვე­ყა­ნას ნარ­კო­ტი­კის 49 000 ინიექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, სხვა გზით ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა კი უც­ნო­ბია“, – ამის შესახებ ექიმმა-ნარკოლოგმა, დავით ოთიაშვილმა განაცხადა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ოთი­აშ­ვილ­მა ქვეყანაში შექმნილ ნარკოვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს იშ­ვი­ა­თად მო­იხ­მა­რენ, სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ, კა­ნო­ნი კი მათ ერ­თნა­ი­რად უყუ­რებს:

„საოცრება ხდება – სოკოებივით იხსნება ნარკოლოგიური კლინიკები.. ზოგან ნარკოლოგი არ მუშაობს.. ამ „სუპერ“ კლინიკებში ნამკურნალები პაციენტები ხვდებიან ჩვენთან და ერთი დამოკიდებულების გარდა აღმოჩნდება, რომ 5 ახალი აქვთ შეძენილი“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

„ერთი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინიექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა. ამ კუ­თხით, მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ვართ. დღე­ი­სათ­ვის, ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის ინიექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი 49 000 ადა­მი­ა­ნი გვყავს, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლიც კი, მსოფ­ლი­ო­ში.

კარ­გი ამ­ბა­ვი აქ ის არის, რომ ამ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კლე­ბა და­ი­წყო. ამ მო­ნა­ცე­მებს ბოლო 20 წე­ლია, რაც ვით­ვლით. ადრე, რა­ო­დე­ნო­ბა ნელ-ნელა, მაგ­რამ სულ ზე­ვით მი­დი­ო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი 3-4 წელ­ში ერთხელ ტარ­დე­ბა. 2022 წელს პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ, რომ რა­ო­დე­ნო­ბა კლე­ბის­კენ წა­ვი­და. ჩემი, რო­გორც დარ­გში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბაც ამ ტენ­დენ­ცი­ას ემ­თხვე­ვა.

ასევე ნახეთ

„ამ ადამიანების რესოციალიზაციას ვერ მოვახდენთ, თუ ნდობა არ გამოვუცხადეთ. ამიტომ, ნდობის მანდატია, როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს საკუთარ წიაღში ვასაქმებთ“.

ვთვლი, რომ ინექ­ცი­ურ მომ­ხმა­რე­ბელ­თა კოჰორ­ტა ბერ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბი ნაკ­ლე­ბად ემა­ტე­ბი­ან, რად­გან ინიექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბის ის გზა აღარ არის, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია – ეს მოდა, თუ ჩვე­ვა, გა­და­დის. ახლა მოხ­მა­რე­ბის გზა­ზე ვსა­უბ­რობ და არა მომ­ხმა­რე­ბელ­თა ზო­გად რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

ეს პრობ­ლე­მა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით მცირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ტი­პის მომ­ხმა­რებ­ლებს – როცა ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბელს ვამ­ბობთ, ვის ვგუ­ლის­ხმობთ, ვინც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ზე, ვი­საც ექი­მის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, თუ 22 წლის ახალ­გაზ­რდას, სტუ­დენტს, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში 2-ჯერ კლუბ­ში წავა და იქ ექ­სტაზს მი­ი­ღებს?

ეს ყვე­ლა ერთი და იმა­ვე ქვაბ­ში მოვ­ხარ­შოთ? ალ­ბათ, არა. ეს ხალ­ხი თა­ნაბ­რად უნდა იყოს ჩვე­ნი წუ­ხი­ლის სა­გა­ნი? – არა. ამ ხალ­ხს სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, კა­ნო­ნი კი ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თნა­ი­რად უყუ­რებს. თუ რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კი აღ­მო­უ­ჩი­ნა, ერ­თსაც ბევ­რი წლით ცი­ხე­ში გა­უშ­ვებს და მე­ო­რე­საც.

„სიკვდილის თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მომაკვდინებელი ნარკოტიკები ბაზარზე და კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

ორ ჯგუ­ფად რომ დავ­ყოთ, პრობ­ლე­მუ­რი – ინიექ­ცი­უ­რი და რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა, გარ­თო­ბის მიზ­ნით, რომ მო­იხ­მარს, ჯერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ არ აქვს, აი, ამათ­თან რა ხდე­ბა არ ვი­ცით. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ცით, რამ­დე­ნი არი­ან, რას მო­იხ­მა­რენ, რა რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მათი მოხ­მა­რე­ბა, რად­გან კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ტარ­დე­ბა, პლუს, სერ­ვი­სებ­თან კონ­ტაქ­ტშიც ესე­ნი არი­ან, ექიმ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან მი­დი­ან, ვი­ცით ვინ არი­ან.

მე­ო­რე ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნეთ, არ მო­დი­ან, რად­გან თვლი­ან, რომ არ სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა და ბევ­რს მარ­თლა არ სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე არა­ფე­რი ვი­ცით“, – აღნიშნა დავით ოთი­აშ­ვი­ლმა.

მისივე თქმით, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს ზრდის. როგორც ექიმმა აღნიშნა, თით­ქმის არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ნარ­კო­ტი­კებს იშ­ვი­ა­თად, მათ შო­რის, გარ­თო­ბის ად­გი­ლებ­ზე მო­იხ­მა­რენ.

„არც ის ვი­ცით, რა გა­რე­მო­ში მო­იხ­მა­რენ, რა არის პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბი, ფრაგ­მენ­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მა­გა­ლი­თად, როცა ახალ­გაზ­რდა მი­დის კლუბ­ში, ან ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­გორც წესი, რა­ღა­ცას მო­იხ­მარს, ეს ცუ­დია, სა­რის­კოა. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ერ­თმა­ნეთ­ში ურე­ვენ, ალ­კოჰოლ­საც ამა­ტე­ბენ, რამ­დე­ნი­მე ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბა კი უფრო მა­ღა­ლი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, ვიდ­რე მხო­ლოდ ექ­სტა­ზის გა­დაყ­ლაპ­ვა.

„დამემართა შიშები, მეშინოდა უაზროდ ვიღაცის.. რომ არა ფსიქოზამდე მისვლა, ალბათ, ვერ გადავაგდებდი. მივხვდი, რომ ეს მდგომარეობა დამღუპველი, მომაკვდინებელი იყო.. შეუძლებელი არაფერია, ადამიანი ნებისმიერ „ლომკას“ გაუმკლავდება, არ მოკვდება“ – რას იწვევს „ალფა პვპ“-ს მოხმარება: ექიმი ნარკოლოგის ინტერვიუ

ფრაგ­მენ­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლი­ან ცოტა რამ ვი­ცით… რომ ვი­ცო­დეთ, სა­ჭი­როა, ვი­ღა­ცამ კვლე­ვე­ბი და­ა­ფი­ნან­სოს, კვლე­ვე­ბი უცხო­უ­რი დო­ნო­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დე­ბის მიერ ფი­ნანსდე­ბა, მათი პრი­ო­რი­ტე­ტი და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რო­გო­რიც არის აივ შიდსი და C ჰე­პა­ტი­ტი, ამი­ტომ ამ კვლე­ვებ­ში ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­რის­კო ჯგუ­ფი­დან არი­ან, ასე­თე­ბი არი­ან ინიექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

„მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! ჩაატარეთ კვლევა, რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ეს არის მოკ­ლე ახ­სნა, თუ რა­ტომ ვი­ცით უფრო მეტი ინექ­ცი­ურ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე. მე­ო­რე ჯგუ­ფის საკ­ვლე­ვად ფულს არა­ვინ გა­მო­ყოფს არც სა­ქარ­თვე­ლო, არც უცხო­ე­თი“. – აღნიშნა დავით ოთი­აშ­ვი­ლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები