LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის შედეგად ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა

137
ჰალუცინოგენები

2022 წელს, საქართველოში, ნარკოტიკებითა და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლის შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 2151 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის პასუხად აცნობეს.

„სიკვდილის თავიდან აცილება, პრაქტიკულად შეუძლებელია“ – მომაკვდინებელი ნარკოტიკები ბაზარზე და კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

რა არის ფენტალინი; რამდენად საშიშია მისი მოხმარება და რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – აღნიშნულ თემებზე  „ფორტუნასთან“ სამედიცინო სფეროსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებმა ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, მათგან ყველაზე მეტი – 2109 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. აჭარაში – 5, გურიაში – 4 , იმერეთში – 17, კახეთში – 3, მცხეთა-მთიანეთში 3, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 3, ქვემო ქართლში – 2, შიდა ქართლში კი 5 შემთხვევა აღირიცხა.

1241 ადამიანიდან ნარკოტიკული თრობა 928-ს დაუდასტურდა – შსს ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე მონაცემებს აქვეყნებს

რაც შეეხება გასულ წლებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს ნარკოტიკებითა და ფსიქოდისლეპსიური საშუალებებით (ჰალუცინოგენებით) მოწამვლის შედეგად სტაციონარულ დაწესებულებებში ჰოსპიტალიზაციის 1610 შემთხვევა აღირიცხა, 2020 წელს 1334, 2019 წელს კი 1421.

mazda magti 5g