LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სკრინინგის აქცია გაიმართა

331
ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სკრინინგის აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაავადებათა პრევენციაზე ორიენტირებულ სკრინინგ კამპანიას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მორიგი სკრინინგ აქცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევები.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენცია ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

აქციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ცენტრის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

magti 5g