LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ქაშიაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

25
Copy of ART FM Talk With.

რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას – „რას უსმენენ ცნობილები“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 ფავორიტი სიმღერა გაუზიარა. როგორც გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, შვიდეული განწყობის შესაბამისად შეარჩია.

-დავით, ვიცი, რომ განსაკუთრებულად გიყვართ მუსიკა…

-ცხადია,  ვერ წარმომიდგენია, ვინმეს თუ არ უყვარს მუსიკა.

-ძალიან განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გაქვთ.

-კი, ძალიან ჭრელი და არაერთფეროვანი. განსაკუთრებით რა მუსიკაც მიყვარს, ამ კონკრეტულ 7 სიმღერაში არ მოვახვედრე, დღეს თითქოს ჩემი აურა წამოვიღე, განწყობის შესაბამისად შევარჩიე მუსიკა. ჩემი საყვარელი ჟანრი ტექნო და უფრო მძიმე მუსიკაა, საკმაოდ განსხვავებულია იმისგან, რასაც ახლა მოისმენს მსმენელი.

  1. damien Rice – Look at me

ეს სიმღერა ქარს ჰგავს, ჰგავს თანადგომას, თითქოს მარტოობასაც ჰგავს. არც წარმომიდგენია, თუ ჩვენ ირგვლივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახლა სულით და განწყობით უკრაინაში, გმირი ხალხის მიწაზე არ არიან. ამ სიმღერით ვიწყებ შვიდეულს, რადგან ჩემს განწყობას გამოხატავს.

-ბევრი ჟურნალისტი იმყოფება უკრაინაში. როგორია ცხელ წერტილში ჟურნალისტის როლი?

-ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა და ეს აუცილებლად ყველა ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს. ზოგჯერ მგონია, რომ მივეჩვიე და შემიძლია, მძიმე ემოციები არ შემეხოს, მაგრამ ეს გამორიცხულია. ზოგადად, ომი არავის ინდობს, მით უფრო რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომი, ეს ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით. ყველას გვახსოვს, რომ გორის დაბომბვისას  ჟურნალისტი და ოპერატორები დაიხოცნენ. მართლა ვერაფერს ვაკეთებ, გარდა საქმისა. საღამოს სადმე თუ მივდიოდით მეგობრები, იქაც აღარ დავდივარ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება სადმე წავიდე, როცა ასეთი რამ ხდება. რაც ხდება, ყველას ეხება, არ აქვს ამას გეოგრაფიული საზღვრები ან მანძილი. ახლა პუტინის გამარჯვება მსოფლიოს დამარცხებას ნიშნავს. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე ტრავმებსა და იარებს დატოვებს, მაგრამ თავისუფლება მარტივად არ მოდის და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს აუცილებლად გამარჯვება უნდა ვუსურვოთ მთელი გულით.

6. Colette Magny – Melocoton

ეს სიმღერა ჩაწერის დღიდან მიყვარს. ენდრიუ ინგლისელი მომღერალია, რომელიც ხალხური სიმღერების თანამედროვე ვერსიებს სთავაზობს მსმენელს. ეს სიმღერა თავისი ვიდეო რგოლით არის ძალიან მაგარი, ერთი კადრით არის გადაღებული, როცა რაღაც მიყვარდება, ან მუსიკას ვარჩევ, ასეთ რაღაცებსაც ვაქცევ ყურადღებას.

5. Bedford falls – Macedonia

ეს სიმღერა მაშინ შეიქმნა, როცა პირველად შემოიჭრა პანდემია ჩვენს ცხოვრებაში. გამოშვების წამიდან ამოვიჩემე და დღემდე ძალიან მიყვარს. ზოგადად, ამ ბიჭების შესრულება ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე ქართულ შოუბიზნესში. ძალიან მელოდიურია და ტექსტსაც თავისი დატვირთვა, რაც ძალიან მიყვარს მუსიკაში. შეიძლება, მელოდია ძალიან მომწონდეს, მაგრამ ტექსტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რაღაცაზე უნდა იყოს სიმღერა, მხოლოდ ლამაზი ხმა არ არის საკმარისი.

   4. Roo Panes – Lullaby Love

ბლუზი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია. ეს ქალბატონი იმდენად დასამახსოვრებელ მუსიკას ქმნის, შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს. ბევრი წელი მის მუსიკას განსაკუთრებით ხშირად ვუსმენდი და პერიოდულად ახლაც ვუბრუნდები ხოლმე. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანებს, დროს და ა.შ. მახსენებს.

-დავით, როდის დაგებადათ წიგნის გამოშვების იდეა და თუ უნდა ველოდოთ სხვა ნამუშევრებსაც?

-ზუსტად არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ ალბათ კიდევ გამოვცემ, რადგან უკვე ბევრი წელია, წერის პროცესი ჩემთვის დიდი შვებაა, თითქოს თავშესაფარია. ჩემი წიგნი „მორნიბიე კაჰ“ სხვადასხვა წლის ამბებს მოიცავს, რა თქმა უნდა, ცოტა სახეცვლილია და ლიტერატურულ ფორმაშია ყველაფერი მოყვანილი, მაგრამ ჩემმა ძირითადმა პროფესიამ, ჟურნალისტიკამ შემახვედრა იმ ემოციებსა თუ ამბებს, რასაც ამ რომანში ამოიკითხავთ. „მორნიბიე კაჰ“ ერთ-ერთი კამერუნელი ქალია, მას ეძღვნება წიგნი, თუმცა მისი ხაზი ასე განსაკუთრებით არ ვითარდება რომანში. დიდხანს ვფიქრობდი, გამომეცა თუ არა ის, რასაც ვწერდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, რამდენიმე ადამიანმა მოახდინა ჩემზე ზეგავლენა, მათ შორის თავად წიგნის გამომცემელმა. წიგნს ისეთი გამოხმაურება  მოჰყვა, როგორსაც ვერც წარმოვიდგენდი.

   3. მერი შილდელი – „პაემანზე“

მისი ნამდვილი გვარი არის მიჩილაშვილი, შილდელი ფსევდონიმია, რადგან სოფელ შილდადან გახლავთ. ამ ქალის ისტორიაც ძალიან საინტერესოა. სიმღერის კომპოზიტორი გოგი ცაბაძეა. ეს სიმღერა დღევანდელ ამინდს ეძღვნება, ტექსტიც ამ თვის შესაბამისი აქვს.

 2. chavela vargas

ეს სიმღერა წასულ სიყვარულზეა, რომელსაც ეუბნება, რომ ძალიან უყვარს, მაგრამ აღარ დაუბრუნდება. ზუსტად ისე მღერის, როგორ ხმას და ხასიათსაც ეს ტექსტი მოითხოვს. ეს ქალი ბევრი მისი სიმღერის გამო ჩემი შეყვარებულია.

1.paolo nutini

ჩემს დასთან სტუმრობისას, მარტო დავხეტიალობდი რომის ქუჩებში და თან ჩემთვის ვფიქრობდი – „რომაელი ხარ, თუ ვინმე შეგხვდება, რომაელივით მოიქეცი“ და ზუსტად ამ დროს სრულიად შემთხვევით ჩავუარე ამ შემსრულებელს გვერდით, ეს წამი ძალიან კარგად მახსოვს და ეს სიმღერა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელია მისი შემოქმედებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები