საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების კორპორაციად გადაკეთდება და მისი ძირითადი ფუნქცია ინვესტორების კოორდინაცია იქნება.
როგორც დღეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, გარდაქმნის შემდეგ საპარტნიორო ფონდი გააგრძელებს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს.
„ინვესტორებს არ აქვთ საშუალება ჩამოსვლის შემდეგ ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღონ, ძალიან კარგია რომ გვაქვს ფონდები, მაგრამ ეს არ იძლევა ინვესტორებთან კოორდინაციის შესაძლებლობას. ეს ფუნქცია სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე“,- განაცხადა საგანელიძემ.
მისი თქმით, განვითარების კორპორაცია სტრატეგიული აქტივების მართვას აღარ განახორციელებს.“რა იქნება ძირითადი აქტივი, ამაზე ჩვენს კონსულტანტებთან ვმუშაობთ,“- აღნიშნა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარების კორპორაციისთვის ე.წ. „სტარტაპები“ იქნება. თუმცა კორპორაცია, ამავდროულად, უკვე არსებულ კომპანიებსაც დაეხმარება.