LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით საგანელიძე: ქართული ჩაი უბრუნდება განვითარების იმ დონეს, რომელიც მას ტრადიციულად ჰქონდა

122

“საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ქართული ჩაის აღორძინებისა და მსოფლიო ბაზარზე მის პოტენციალის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, “საპარტნიორო ფონდი” უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს.

როგორც დავით საგანელიძემ განმარტა, პროექტის დეტალებზე ამ ეტაპზე არ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, უახლოესი წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდება, რომ ჩაის ინდუსტრიის რეაბილიტაცია განხორციელდეს საქართველოში.

ეს განცხადება დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან “ქარვასლაში” გააკეთა, სადაც ქართული ჩაის 170 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. საიუბილეო ღონისძიება “საპარტნიორო ფონდის”, “საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა” და “საქართველოს ჩაის მწარმოებელთა” ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

“დღეს ალბათ ნამდვილად დადგა იმის დრო, რომ ჩვენ მართლაც გავაკეთოთ სახელმწიფოებრივი პროექტის სრული რეაბილიტაცია. ქართული ჩაი უბრუნდება იმ განვითარების დონეს, რომელიც მას ტრადიციულად ჰქონდა, ქართული ჩაი, როგორც ამას მსოფლიოში ყველა სპეციალისტი აღნიშნავს, არის უმაღლესი ხარისხის თავისი კლიმატიდან გამომდინარე. სასიამოვნოა, რომ დღეს ძალიან ბევრ სტუმართან ერთად იმყოფება ჩაის მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამხელა როლი აქვს ქართული ჩაის პოტენციალს ჩაის მსოფლიო ბაზრისთვის. “საპარტნიორო ფონდი” ამ თემაზე უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს. ძირითადად ჩინელ პარტნიორებთან, ასევე სერიოზულ კონსულტაციებს ვიღებთ ევროპული ჩაის მსოფლიო ასოციაციისგან, ასევე ექსპერტებისგან. პროექტის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ უახლოესი წლების განმავლობაში შესაძლებელი იქნება ამ უდიდესი ინდუსტრიის რეაბილიტაცია საქართველოში. ეს ერთი მხრივ რეგიონებს გააძლიერებს, მოსახლეობას დაასაქმებს საქართველოში. რაც მთავარია ჩაის ამ უდიდესი ინდუსტრიის ბაზარზე საქართველოს დაუმკვიდრებს მნიშვნელოვან პოზიციას”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

ქართული ჩაის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა ჩაის მწარმოებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა კომპანიებმა მიიღეს. ღონისძიებას სპეციალურ სტუმრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზოგადოებას სიტყვით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართა და საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობაში ჩაის კულტურის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი; საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი; პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი; ხანთანიუენის საერთაშორისო ჰოლდინგის პრეზიდენტი კუო ჭ’ხუნი; აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს ხელმძღვანელი ლუ ძიენჭუნი. ასევე, ლიუ ძძუინჭოუს (ჩინელი მეწარმე, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ჩაის კულტურის განვითარებას) შვილთაშვილი, ლიუ ჩი.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელი ქართული ჩაის საიუბილეო თარიღია. ”ჩინური ჩაის ბუჩქები საქართველოში 170 წლის წინ დაირგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g