LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

106
გიორგი მენაბდე - პატიმრობა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა გიორგი მენაბდისთვის პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, მენაბდის პატიმრობაში ყოფნის როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ კი, მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, გიორგი მენაბდემ სისხლიანი ტანსაცმელი გარეცხა, თუმცა, ექსპერტიზამ სისხლის დადგენა მაინც შეძლო.

მირიან მეგრელიშვილის თქმით, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „ბარბაქაძე აქამდეც ამბობდა, რომ მენაბდე სარალიძეს ურტყამდა, ახლა კი ამ საგანს სახელი დაარქვა და თქვა, რომ დანას ურტყამდა”.

“მენაბდე უდანაშაულოა. გუგა ბარბაქაძემ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, „6 აპრილს გაიღვიძა და თქვა, რომ გიორგი მენაბდეს ხელში დანა დაუნახა. მთელი 3 წლის განმავლობაში, გიორგი მენაბდეს ქვეყნიდან წასვლის საშუალება ჰქონდა, თუმცა, მას ეს არ გაუკეთებია,” – თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაურეკეს და უთხრეს, რომ აცრასთან დაკავშირებით უნდა დალაპარაკებოდნენ, შემდეგ კი დაიჭირეს.

დადიანი ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებულ ბარბაქაძის ჩვენებას. ის დაინტერესდა, თუ რატომ დაკითხეს ბარბაქაძე მაშინ, როცა მას არაერთხელ აქვს ჩვენება მიცემული და სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაშია შესული. საქმის პროკურორის განცხადებით კი, ამ წლების განმავლობაში გამოძიება არ დასრულებულა და ბარბაქაძის გარდა, ბოლო ერთ თვეში ათამდე პირი დაიკითხა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მღვდლის შვილი დააკავეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g