LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით უსუფაშვილი: “ივანიშვილი მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას, მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა, ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს”

105
BeFunky-collage (12)

ივანიშვილისგან რა ხდება? მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა, რომ მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა. ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს, სერიოზულად გაუწოდოს აშშ-ს და ევროპას, როგორც აქამდე იყო და მაშინ, საქართველოც გადარჩება და თვითონაც, – ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა საკითხთან დაკავშირებით შეიძლებოდა შემდგარიყო შეხვედრა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის.

„საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო“ – ვინ როგორ აღიქვა ივანიშვილის რიგით მეორე წერილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

„კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამის გამო ვარ არაფორმალური მმართველი ან ვინმე სხვა. პირიქით, ვარ უკმაყოფილო, რომ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია საერთაშორისო წრეებთან და ელჩებთან უკიდურესად არის შეზღუდული. პირველ რიგში ეს ვნებს „ქართულ ოცნებას“ და ასევე, საქართველოს. რა შეიძლებოდა ამ შეხვედრის სასაუბრო თემა ყოფილიყო და ა.შ. იცით, უკრაინაში ომი რომ დაიწყო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი ხიფათების წინაშე. ამ უდიდესი ხიფათების დროს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთგან კი არა, ათას სხვადასხვა ფორმატში: ნატო, სამიტები, ორმხრივ და სამმხრივი შეხვედრები იყო და რატომ? იმისთვის, რომ აუცილებელი იყო იმ ხიფათთან, რასაც რუსეთის უკრაინასთან თავდასხმა მოჰყვა, არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით გამკლავება. ამ პროცესში საქართველო სრულიად ამოვარდნილი იყო. საქართველოს ოფიციალურმა ლიდერებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ სატელეფონო საუბრები ჰქონოდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ანუ ვისთანაც უკრაინაში ომის დაწყებამდე კვირაში ერთხელ ხან წერილს ვგზავნით, ხან ვინმე ჩადის იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაგრძელდეს, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და აღჭურვა გაგრძელდეს იმისათვის, რომ თავდაცვისთვის ვიყოთ მზად. ანუ რეალური ხიფათის დროს, როდესაც საქართველო სათანადოდ არ იყო მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი, რომ სერიოზული ხიფათებია, საჭიროა თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლაზე, თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ გადაედოს მთელ მსოფლიო“, – განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამგვარად, რეალობა პირიქითაა სინამდვილეში.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

ხუხაშვილი: „ბიძინა მთავარს ვერ აცნობიერებს… არა ჩრდილში დარჩენით გადაწყდება ქვეყნის და თუ გნებავთ, მისი პირადი პრობლემებიც“

ხიდაშელი ივანიშვილზე: დღეს მან დაგვიდასტურა, რომ ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, მის მიერ არის ორკესტრირებული

უგულავა: ფარისევლური წერილი გამოაცხო… სანქციების შიში ოხერია.. დაგაგვიანდათ! თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას აღარავინ იღებს

“მეშჩანი” როგორ არის ქართულად?” – ჯაფარიძე ივანიშვილზე

სერგო ჩიხლაძე: ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ჭორიკანობა გამოქვეყნდა – ყველა დანარჩენი წერილიც მისი დაწერილი იყო…ამას გაგრძელებაც ექნება, გეგმა არის საკმაოდ მზაკვრული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g