LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხიდაშელი ივანიშვილზე: დღეს მან დაგვიდასტურა, რომ ომთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს, მის მიერ არის ორკესტრირებული

289
BeFunky-collage (2)

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებით მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს, რაც პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორკესტრირებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამას ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებაც.

„შეუძლებელია ასეთ მასშტაბურ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდეს სახელისუფლებო პარტია მისი ყველა შემადგენლით და ეს არ იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული, დღეს მან ეს დაგვიდასტურა“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას დაადასტურებდა.

„არაფერი მოულოდნელი არ იყო იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ აშშ-ს ელჩთან შეხვედრას დაადასტურებდა, სხვა შემთხვევაში ეს კითხვა არ დაისმებოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს შეხვედრები იმართება. ეს არის მათ შორის იმის დასტური, რომ ამ ქვეყანაში ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, ვინ არის რეალური მმართველი და როდესაც კრიზისული ვითარებაა, ურჩევნიათ, რეალურ მმართველებს ესაუბრონ პირდაპირ, ვიდრე მათ ხელის ბიჭებს, ამიტომ, აქაც არაფერი გასაკვირი არ არის. უფრო საინტერესო იქნება, როგორ განვითარდება ეს ისტორია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, დღეს, 27 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის სახელით წერილი, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადადგმული ნაბიჯების დადებითად შეფასებაზე, ქვეყნის “ომში ჩართვასა” და საქართველოს პარტნიორებზე.

იხილეთ ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g