LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

93
BeFunky-collage

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი 23 იანვირის შემდეგ, ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იყო გადასული, PCR ტესტის გაკეთების შედეგად კი ინფექცია დაუდასტურდა.

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ.

ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“. – წერს „ფეისბუქში“ დავით ზალკალიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g