LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“: მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს დავსხდეთ პირისპირ და ვისაუბროთ გულწრფელად

80
untitled-design-43

რაც შეეხება „ენკას“, ეს პროცესი საკმაოდ რთულია, კომპანია „ენკას“ თავისი პრეტენზიები გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე, გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს პროცესი იქნება სამართლებრივი და ბუნებრივია, რომ ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერავის მივაწვდით, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, პროცესში ქართულ მხარეს ჩართული ჰყავს საექსპერტო კომპანიები, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები არიან ჩართულები, რომლებსაც აქვთ თავიანთი შენიშვნები პროექტთან მიმართებით.

ამასთან, დღესვე ლევან დავითაშვილმა „რიონის ხეობის მცველებს“ დიალოგისკენ მოუწოდა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე ჩამოყალიბებულია სპეციალურ პლატფორმა, რომლის მუშაობაშიც მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები.

„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ ბევრი აქტიურობა და ენთუზიაზმი. პლატფორმა არის და ვთხოვდი, რომ იქნებ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა და არა პირისპირ ვისაუბროთ. თუმცა ამისთვისაც მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს დავსხდეთ პირისპირ და ვისაუბროთ გულწრფელად და ღიად. მაგრამ თუ კონკრეტულ კითხვებზე გვაინტერესებს პასუხები, მაგალითად უსაფრთხოების, გარემოს ზემოქმედების, ბიომრავალფეროვნების, ტარიფების, ეკონომიკის საკითხებზე, აქ უპრიანია, რომ კონკრეტულ, სწორ ფორმატში დავსხდეთ, რომელშიც ექსპერტები მონაწილეობენ და ის ადამიანები, რომლებსაც ხელეწიფებათ მედიაცია და გარკვეული ნეიტრალური როლის თამაში. ეს არის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო: „რიონის ხეობის მცველები“ ეკონომიკის ახალ მინისტრს მიმართავენ – „ვალდებული ხართ, გვიპასუხოთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები