LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავრჩი ცარიელი…მარტო ღმერთის იმედი მაქვს, მეტი არავის და არაფრის” – თეა დარჩია

16410
BeFunky-collage (2)

მარტო ღმერთის იმედი მაქვს, მეტი არავის და არაფრის,- ამის შესახებ ცეკვის სახელოსნო ,,თედასის” დამფუძნებელმა, თეა დარჩიამ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

გადაცემაში მოქმედი რეგულაციების გამო დაზარალებული სექტორის მცირე სეგმენტი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც კიდევ ერთხელ ღიად ისაუბრეს პრობლემებზე.

“პირველ რიგში, მინდა დავაფიქსირო, რომ არც ნაცი ვარ და არც ქოცი. ვარ ადამიანი. მოცეკვავე და პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის და სულ ვიძახი, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ გინდა არ გინდა მაინც გეხება. მაგალითად, ზაფხულში, ასე ვთქვათ, რომ აგვიშვეს, წელებზე ფეხი დავიდგი, რომ მომეგროვებინა დაპაუზებული თანხა 24 000 ლარი. ოჯახში მარტო ვმუშაობ, ოთხი შვილი მყავს და მარტო ვარ ოჯახში, ვინც შემომტანია. წელებზე ფეხი დავიდგი, რომ გამესტუმრებინა ვალი. შვილების განათლება სამ სამი ათასი ლარი გავისროლე ჰაერში, რადგან ონლაინ გაკვეთილები რა არის თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ ეს სექტემბერი და ოქტომბერი რაც მამუშავა სახელმწიფომ, ისევ მას მივეცი თანხა. დავრჩი ცარიელი”- განაცხადა თეა დარჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g