LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება.. ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე.. უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა“ – ლიზი გოზალიშვილი

252
ლიზი გოზალიშვილი

ქართველი მომღერალი, გერმანული „ვოისის“ მონაწილე, ლიზი გოზალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერში, პროექტში თავის განვლილ გზაზე საუბრობს.

„ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ „ვოისში..“ დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა“ – ლიზი გოზალიშვილი

„მე სულ მინდოდა გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობა, ეს იყო ჩემი მიზანი და ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა უფრო ვიაზრებ, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე

გამოცდილებაც უდიდესი მივიღე, ბევრი რამ აღმოვაჩინე ახალი.

დავტოვე პროექტი, მაგრამ ყველაფერი გრძელდება.. ჩემი საავტორო სიმღერები მაქვს და ამ მიმართულებით ვარ დაკავებული.

უახლოეს მომავალში მინდა საქართველოში ჩამოსვლა,“- ამბობს ლიზი.

„გადაწყვეტილებას მწვრთნელის ნაცვლად, დარბაზში მყოფი აუდიტორია იღებს.. ეპიზოდი ზუსტად 24 საათში დაიწყება“ – ლიზი გოზალიშვილი გერმანული „ვოისის“ მომდევნო ეტაპზე საუბრობს

ვიდეო: „შეგიძლია, შენობით მომმართო“ – ლიზი გოზალიშვილი გერმანული „ვოისის“ კულისებიდან კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები