LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაწყვეტილებას მწვრთნელის ნაცვლად, დარბაზში მყოფი აუდიტორია იღებს.. ეპიზოდი ზუსტად 24 საათში დაიწყება“ – ლიზი გოზალიშვილი გერმანული „ვოისის“ მომდევნო ეტაპზე საუბრობს

3334
ლიზი მზქა

ქართველი მომღერალი და გერმანული „ვოისის“ მონაწილე ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და პროექტის შემდეგ ეტაპზე საუბრობს.

„ვოისის“ შემდეგი ეპიზოდი ზუსტად 24 საათში დაიწყება. თუმცა, იქამდე, გაგაცნობთ წესებს, რომლებიც მხოლოდ ამ ტურში ამოქმედდება.

Teamfights („გუნდების ბრძოლა“) გერმანული „ვოისის“ ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. წინა რაუნდებისგან განსხვავებით, ამჯერად გადაწყვეტილებას მწვრთნელის ნაცვლად, დარბაზში მყოფი აუდიტორია იღებს.

გადაცემის დასაწყისში თითოეული გუნდიდან თითო მონაწილე მღერის. პირველი ოთხი შემსრულებელი ოთხ წითელ სკამს იკავებს. ამის შემდეგ ყოველი მომდევნო გამომსვლელი წითელი სკამის მოპოვებისთვის იბრძვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა გამოიწვიოს სკამზე მჯდომი ერთ-ერთი მონაწილე და იმღეროს მის წინააღმდეგ.

ბოლოს პროცესში ერთვება დარბაზში მყოფი აუდიტორია (განსაზღვრული რაოდენობა), რომელიც ამ ორ მომღერალს შორის ერთ-ერთს, პულტით ხმის მიცემისას ირჩევს.

რაც ყველაზე საინტერესოა, მონაწილემ არასდროს იცის, თუ როდის დგება სცენაზე მისი გასვლის ჯერი. მთელი აზარტი იმაშია, რომ მწვრთნელმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი დრო თავისი მონაწილის გამოსაყვანად, სხვა გუნდების მომღერლების, სკამების შემადგენლობისა და დანარჩენი მწვრთნელების ტაქტიკის მიხედვით.

ვოისის შემდეგი ეპიზოდი ზუსტად 24 საათში დაიწყება. თუმცა, იქამდე, გაგაცნობთ წესებს, რომლებიც მხოლოდ ამ ტურში ამოქმედდება….

Posted by Lizi Gozalishvili on ხუთშაბათი, 23 ნოემბერი, 2023

 

ნახევარფინალში სულ 12 მონაწილე გადადის. ისინი, ვინც მოპოვებულ სკამს გადაცემის ბოლომდე შეინარჩუნებენ,“- წერს ლიზი.

ვიდეო: „შეგიძლია, შენობით მომმართო“ – ლიზი გოზალიშვილი გერმანული „ვოისის“ კულისებიდან კადრებს გვიზიარებს

„კარგა ხანია ასე არ მინერვიულია.. თუმცა ემოცია იმდენად დიდია, ნერვიულობად ღირს“ – ლიზი გოზალიშვილის მიმართვა და გამოხმაურებები

ვიდეო: ლიზი გოზალიშვილი: „როცა განაცხადი შევავსე, არანაირად არ მეგონა, რომ გერმანულ „ვოისში“ აღმოვჩნდებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები