„შაბათ-კვირის დილას“ „იმედზე“ ლიზი გოზალიშვილი ჩაერთო, რომელიც გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობს და მწვრთნელების აღფრთოვანება გამოიწვია.
ლიზი გოზალიშვილი:
„გერმანიაში ვარ უკვე ერთი წელია, შარშან ჩამოვედი სასწავლებლად, ერთ-ერთი დაფინანსების პროგრამით, რომელიც საქართველოში ცხოვრებისას მოვიპოვე. ერთი წელის განმავლობაში ვცხოვრობდი ჰაიდელბერგში, საქართველოში ცოტა ხნით ჩამოსულმა შევიხედე გერმანული „ვოისის“ გვერდზე და მაინტერესებდა, რა ხდებოდა. პირველივე გვერდზე შემეჩეხა სარეგისტრაციო ფორმა. უბრალოდ გავაგზავნე განაცხადი და იმ მომენტში საერთოდ არ მიფიქრია, რომ მართლა გავიდოდი, მაგრამ გამოვიდა ეს ამბავი.
სულ მინდოდა გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობა, საყურებლადაც და მონაწილეობის მისაღებადაც. რადგან გერმანულს ვსწავლობდი ყოველთვის და იქ სწავლა მინდოდა, იქაურ „ვოისს“ სულ თვალს ვადევნებდი. როცა შევავსე და გავაგზავნე, იმ მომენტში არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ამას შევძლებდი. ჩასვლის პერიოდში არ მქონდა არანაირი დრო, სხვა ფაქტორებმა გადამწონა, თან ბერლინშია „ვოისი“ და ჰაილბერგიდან მეგონა, შეუძლებელი იქნებოდა იქ სიარული, მაგრამ გამოვიდა…“
ვიდეო: მოულოდნელი სიურპრიზი – რა მოხდა კულისებში, სანამ ლიზი გერმანულ „ვოისში“ სცენაზე გავიდოდა