LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როცა სარეგისტრაციო ფორმა გავაგზავნე, საერთოდ არანაირი იმედი არ მქონდა“ – რას ჰყვება ლიზი გოზალიშვილი, რომელმაც გერმანელი ჟიური აღაფრთოვანა

2523
BeFunky-collage (3)

ლიზი გოზალიშვილი, რომელიც გერმანულ „ვოისში“ წარმატებით მონაწილეობს, „იმედს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო.

ლიზიმ აღნიშნა, რომ 1 წელია უკვე გერმანიაშია. საქართველოში მან დაფინანსება მოიპოვა და სასწავლებლად გერმანიაში ასე წავიდა.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ლიზიმ აღნიშნა, რომ როცა განაცხადი გააგზავნა, არც კი ეგონა, რომ მიიღებდნენ.

„უბრალოდ გავაგზავნე განაცხადი, იმ მომენტში მართლა არ მიფიქრია, რომ რაღაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ გამოვიდა ეს ამბავი.

მე გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობა სულ მინდოდა, პროექტები ძალიან მიყვარს, რადგან სულ გერმანულს ვსწავლობდი და გერმანიისკენ მქონდა გეზი სწავლის მხრივაც აღებული, გერმანულ ვოისს სულ ვადევნებდი თვალს.

თუმცა იმ მომენტში, როცა სარეგისტრაციო ფორმა გავაგზავნე საერთოდ არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ამას შევძლებდი,“ – აღნიშნა ლიზიმ.

აღსანიშნავია, რომ ლიზი გოზალიშვილი საავტორო მუსიკასაც ქმნის.

მისი თქმით, ამისთვის დრო ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ მსმენელი სიახლეებს ამ კუთხითაც უნდა ელოდოს.

 

 

„სცენაზე გასვლამდე ალბათ ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ატირებულ მწვრთნელს და სპონტანურ დუეტს – ნამდვილად ვერ“ – ლიზი გოზალიშვილის წარმატება გერმანულ „ვოისში“

ვიდეო; „მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამაც არაერთხელ გადაიტანა ომი.. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სიმღერით მეთქვა ის, რასაც ვგრძნობ..“ – ლიზი გოზალიშვილის ბრწყინვალე შესრულება გერმანულ Voice-ში და ატირებული ჟიური

„ჩვენი გოგოები, მერცხლები, სხვა ქვეყნებში რომ მიაქვთ ჩვენი ხმა, ხომ სულ მახარებენ, მაგრამ ეს რანაირი გოგოა.. ღაპა-ღუპით მდის ცრემლები“ – ნათია ფანჯიკიძის გამოხმაურება გერმანული Voice-ის მონაწილე ლიზი გოზალიშვილის ბრწყინვალე შესრულებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g