გერმანული The Voice-ის მონაწილე და ქართველი მომღერალი ლიზი გოზალიშვილი „მთავარი არხის“ არხის დილის გადაცემაში „შენი დილა“ მაყურებელს პროექტში მისი მონაწილეობის შესახებ თავგადასავალს უზიარებს.
როგორც ლიზი ამბობს, მუსიკალურ შოუში მონაწილეობა სპონტანურად გადაწყვიტა, ხოლო სიმღერით უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„სიმღერა, რომ დავასრულე და სცენიდან ჩამოვედი ემოციების გამო აღარაფერი არ მახსოვდა.. ჩემი ნერვიულობა დაჩრდილა იმ სიმღერამ, რომელიც უნდა მემღერა.. ეს ეხმაურება უკრაინის ომს, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მით უმეტეს, უკრაინის ფერებში მეცვა.. ეს არის მინიმუმი რაც შემეძლო იმ მომენტში გამეკეთებინა.
მწვრთნელებს ძალიან დადებითი ემოცია ჰქონდათ, როცა გაიგეს რომ ქართველი ვარ.. ეს ჩემთვის სასიხარულო იყო, ძალიან ბევრჯერ აღნიშნეს, რომ ქართველებს განსაკუთრებული ხმა გაქვთო.
ჩემი და ჯოვანის დუეტმა ნამდვილად გადაწონა და გამიმარტივა არჩევანი, თანაც სპონტანური დუეტი იყო და მასთან ერთად უდიდესი ჰარმონია ვიგრძენი: მუსიკალური და ემოციური კავშირი.. მივხვდი, რომ მასთან უფრო ახლოს ვიყავი.
რინგების ეტაპს იხილავთ ამ პარასკევს 20 ოქტომბერს,“– ამბობს ლიზი გოზალიშვილი.
ასევე იხილეთ: