LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავუშვი უნებლიე შეცდომა – თენგიზ ცერცვაძე

260
ტენგიზ ცერცვადზე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ტექნიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა.

„გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული. მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა. ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%, მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი. თუ უფრო დავაზუსტებთ, დაზუსტებული 6 ადამიანი. 6-10 ვახსენე იმიტომ, რომ დანარჩენი ოთხის შედეგები ზუსტდებოდა. 1000 ადამიანიდან კვლევა ჩავატარეთ თბილისის ჯანმრთელ მოსახლეობაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები